რამდენი ხანი ძლებს საყინულეში საკვები (ხორცი, ყველი, რძე და სხვა პროდუქტები) ისე, რომ ვარგისიანობა შეინარჩუნოს

0
903
28 Views
ექიმი და ბლოგერი, ზაზა თელია საინტერესო ცხრილს აქვეყნებს მათთვის, ვისთვისაც საკვების გაყინვა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.
რომელი პროდუქტი რამდენი ხნით იყინება – სწორედ ეს მონაცემებია დაზუსტებული ამ გზავნილში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

“შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა? საყინულეში მჭიდროდ შეფუთულ მდგომარეობაში ან დალუქულ კონტეინერში ბევრი საკვები პროდუქტი ვარგისიანობასა და კარგ თვისებებს ინარჩუნებს თვეების განმავლობაში.

ეს დრო საკვები პროდუქტების მიხედვით განსხვავდება:

 

1. კარაქი – 6-დან 9 თვემდე;

 

2. ბანანი – 2-3 თვე;

 

3. კვერცხის ცილა ან გული – 1 წელი;

 

4. ყველი – გაუხსნელი, ქარხნულად შეფუთული ყველი – 6 თვე

დაჭრილი ყველი – 3-4 თვე;

 

5. შეუჭმელი, დარჩენილი პიცა – 1-2 თვე;

 

6. ავოკადო – 8-12 თვე;

 

7. მცენარეული საკვები – 6 თვე;

 

8. პური – გამომცხვარი – 1 თვე;

არაგამომცხვარი კონსერვანტების გარეშე – 3-5 თვე;

 

9. რძე – 3 თვე;

 

10. კანფეტი – 3-6 თვე;

 

11. ნაჭუჭიანი თხილეული – 6 თვე ან მეტი;

 

12. შემწვარი მორჩენილი საკვები – ხორცეული – 2-3 თვე. ქათამი, ინდაური ან თევზეული – 4-6 თვე;

 

13. წვნიანი ან სოუსის ტიპის მოთუშული კერძი ბოსტნეულით და ხორცით – 2-3 თვე”

წყარო: mshoblebi.ge

Cesko