მშობლების 12 შეცდომა, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით- აუცილებლად გამოასწორეთ, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს თქვენს შვილებს

0
474
18 Views

სკოლაში მართლწერას ვსწავლობთ, უნივერსიტეტში სხვადასხვა პროფესიისათვის დამახასიათებელ წესებს ვიგებთ, თუმცა არავინ გვასწავლის, როგორ გავხდეთ მშობლები.

ახალგაზრდა წყვილებს ხშირად არ აქვთ ინფორმაცია, რა უნდა გააკეთონ, როდესაც მათ ცხოვრებაში ბავშვი გაჩნდება. თუმცა, ზოგჯერ უმჯობესია მეზობლებისა და ბებიების ბრძნულ დარიგებებს არ მოვუსმინოთ, რადგან მათი დიდი ნაწილი ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით შეცდომითაა აღქმული.

გთავაზობთ, ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოასწოროთ, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს თქვენს შვილებს.

შეცდომა N1: მცდელობა, რომ ბავშვები მუდმივად დაიცვათ გაციებისგან

ექიმები ამბობენ, რომ გაციება ბავშვისთვის ნორმალური პროცესია. ყოველ ჯერზე, როდესაც ორგანიზმი ინფექციას უმკლავდება, იმუნიტეტი ყალიბდება. მაშინაც კი, თუ ბავშვი თვეში ერთხელ ხდება ავად. იმიტომ, რომ წელიწადში 6-10-ჯერ ვირუსული დაავადებები მათ ასაკში ნორმალურია. თუმცა, აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ, რომ ბავშვი სწრაფად გამოჯანმრთელდეს (მაქსიმუმ 7-8 დღეში) და დაავადება გართულებების გარეშე წარიმართოს. და იმისათვის, რომ არ გაცივდეს, არ უნდა ჩავთბუნოთ გამუდმებით – რადგან ასე გაცილებით მეტ ზიანს მივაყენებთ.

 

 

შეცდომა N2: საბავშვო სავარძლის ღვედის უყურადღებოდ დატოვება

 

 

mshoblebi

მშობლებს ჯარიმებსა და სანქციებს უწესებენ, თუ ბავშვებს სპეციალური სავარძლის გარეშე ჩასვამენ მანქანაში. თუმცა, ბევრი მათგანი ყურადღებას არ აქცევს, როგორაა ღვედი დამაგრებლი. არადა ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თავად სავარძლის ხარისხი. თუ სავარძელს ხუთპუნქტიანი სარტყელი აქვს, მაშინ ის ბავშვის მკერდის შუა ნაწილში უნდა განთავსდეს და არა მუცელზე. ხოლო, თუ ბავშვი გაიზარდა და ჩვეულებრივ, რეგულირებად ღვედს იყენებს, მაშინ ის მკლავის ქვეშ ან კისერზე კი არ უნდა გადაატაროთ, არამედ მხარზე უნდა გადავიდეს.

 

შეცდომა N3: ფრჩხილების დაჭრა, როგორც კი წამოიზრდება

 

mshoblebi

ჩაბრუნებული ფრჩხილის პრობლემა, რასაც ძალიან ხშირად განიცდიან ზრდასრული ადამიანები, შეიძლება ბავშვობიდან მოდიოდეს. როდესაც ბავშვს ხელზე ჭრით ფრჩხილებს, ფრთხილად შემოამრგვალეთ ფორმა. ხოლო, ფეხის ფრჩხილებზე უმჯობესია, თუ სწორად დატოვებთ. ნუ დააჭრით, როგორც ამბობენ, ნუნებამდე, ამან შესაძლოა ფრჩხილის კანის ქვეშ წასვლა გამოიწვიოს.

 

შეცდომა N4: ჩვილის კენგურუში არასწორად მოთავსება

 

mshoblebi

სხვადასხვა სახის საბავშვო კენგურუ შესანიშნავი გამოსავალია, რომ მშობლებმა დაისვენონ და ბავშვი მუდმივად ხელში არ ჰყავდეთ აყვანილი. თუმცა, ყველამ არ იცის, რომ ეს შესაძლოა საზიანო იყოს, თუ ბავშვი სწორად არ არის მოთავსებული. არ უნდა დადგეს და მთელი დატვირთვა სახსრებსა და თეძოზე არ უნდა მოდიოდეს, დატვირთვა თანაბრად უნდა გადანაწილდეს ხერხემლის ყველა ნაწილზე, ხოლო კისერი აუცილებლად უნდა იყოს დაფიქსირებული. არასწორმა მოთავსებამ შესაძლოა მენჯისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას პატარას.

 

შეცდომა N5: მანქანისთვის განკუთვნილ სავარძელში ბავშვის დიდი ხნით ჩასმა

 

mshoblebi

სავარძელში ჩვილის დიდი ხნით მოთავსება შესაძლოა საშიში იყოს. პედიატრების თქმით, ახალშობილს ჯერ არ აქვს ძლიერი კისერი და სასუნთქი სისტემა. ამიტომ, თავის დიდი ხნით წინ დახრამ შესაძლოა უჰაერობა და დახრჩობაც კი გამოიწვიოს. მანქანით მგზავრობისას აუცილებლად უნდა იყოს მსგავსი სავარძელი გამოყენებული, მაგრამ ბავშვი იქ 2 საათზე მეტი დროით არ უნდა დატოვოთ, ხოლო მგზავრობის დასრულებისთანავე გადაიყვანეთ თავის საწოლში.

 

შეცდომა N6: მოსაზრება, რომ საწოვარა მხოლოდ საზიანოა ბავშვისთვის

 

mshoblebi

გადაჭარბებულია შიში, რომ საწოვარას მხოლოდ ზიანი მოაქვს ბავშვისთვის. საწოვარა ბავშვებში წოვის რეფლექსს ავითარებს, ამცირებს სტრესსა და რისკს, რომ რაიმე სახიფათოს ან ჭუჭყიანს ჩაიდებს პირში. საუბარი იმის თაობაზე, რომ კბილების ფორმირებაზე უარყოფით გავლენას ახდენს, ისევ ღიად რჩება. თუმცა, არსებობს არაოფიციალური მტკიცებულება, რომ 5 წლის შემდეგ საწოვარას გამოყენება უარყოფითად მოქმედებს ბავშვის პირის ღრუსა და კბილების ფორმირებაზე. ექიმების რეკომენდაციით, 6 საათზე მეტი დროით არ უნდა გამოიყენოს ბავშვმა საწოვარა, ხოლო მასზე უარი 2-დან 4 წლამდე ასაკში უნდა თქვას. გარდა ამისა, საწოვარას ხარისხი და ასაკთან შესაბამისობა აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.

 

შეცდომა N7: ბავშვს მხოლოდ ერთი ყიფლიბანდი აქვს

 

mshoblebi

ბევრ მშობელს, როდესაც ბავშვი ხელში აჰყავს, ყიფლიბანდის დაზიანების ეშინია. ყიფლიბანდი ახალშობილის თავზე, ქალას ძვლებს შორის ღია უბანია, რომელიც ნელ-ნელა იხურება. ძირითადად, მშობლებმა იციან, რომ მათ შვილს მხოლოდ ერთი ყიფლიბანდი აქვს. თუმცა, ბავშვი 2 ყიფლიბანდით იბადება, ერთი შუბლისა და თხემის ძვლების შესაყარზეა, მეორე კი კეფაზე. ამიტომ, მშობლები ფრთხილად უნდა იყვნენ.

 

შეცდომა N8: ბავშვებისთვის საჭმლის დაძალება

 

mshoblebi

ბავშვი როდესაც მშიერია, თავად სთხოვს მშობელს საჭმელს. უმადობის ბევრი მიზეზი არსებობს, მათ შორის, გასტრიტი, მუცლის შებერვა და ასე შემდეგ. თუმცა, ბავშვს შესაძლოა ჭამა არ სურდეს, რადგან სეირნობისას დაიღალა, ბევრი ენერგია დახარჯა. ძალით ჭამის შედეგი კი ხშირად ღებინებაა. იმისათვის, რომ კარგად მოინელოს რამდენიმე საათით ადრე ნაჭამი საჭმელი, ჭამა აღარ უნდა დავაძალოთ.

 

შეცდომა N9: ცხოველებთან კონტაქტის აკრძალვა ან მინიმუმამდე შიმცირება ბაქტერიების შიშით

 

mshoblebi

თუ მშობლის მიზანია, რომ ბავშვს იმუნიტეტი აუმაღლოს, ძაღლი უნდა იყიდოს. ძაღლმა სახლში შესაძლოა ტალახიც შეიტანოს, რასთანაც ბავშვს კონტაქტი ექნება და იმუნიტეტი ჩამოუყალიბდება.

 

შეცდომა N10: ნებისმიერი ჭრილობის იოდით ან ბრილიანტის მწვანით დაფარვა

 

mshoblebi

ბრილიანტის მწვანე და იოდი ბავშვიან ოჯახებში უხვად მოიპოვება, თუმცა აუცილებელია მათი სწორად და გონივრულად გამოყენება. იოდით შესაძლოა ჭრილობის მხოლოდ კიდეები დაიფაროს. ხოლო დამუშავებული ადგილი მაშინვე ლეიკოპლასტირით ან ბინტით არ უნდა დაიფაროს. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები საავადმყოფოში იოდით დამწვრობისგან მიდიან. ამიტომ, უმჯობესია, რომ იოდის შემცველი მსუბუქი ანტისეპტიკები გამოიყენოთ. ბრილიანტის მწვანის თვისებები ბოლომდე არ არის შესწავლილი, მაგრამ თუ ის ღია ჭრილობაში მოხვდება, შესაძლოა ქიმიური დამწვრობა გამოიწვიოს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თვალთან არ ჰქონდეს კონტაქტი.

 

შეცდომა N11: ფიქრი, რომ კბილის ძაფი მხოლოდ უფროსებისთვისაა

 

mshoblebi

სტომატოლოგები გვირჩევენ, რომ ბავშვებშიც გამოვიყენოთ სტომატოლოგიური ძაფი, რადგან, რაც უფრო ადრე მიეჩვევიან ისინი პირის ღრუს ჰიგიენას, უკეთესი იქნება სამომავლოდ. ხოლო სტომატოლოგიური ძაფი ერთადერთი საშუალებაა, რომელსაც კბილთაშორისი სივრცეების საფუძვლიანი გაწმენდა შეუძლია.

 

შეცდომა N12: ბავშვის ხელებით აწევა და წრეზე ტრიალი ან მკლავების ქვეშ ხელის ჩაჭიდება

 

mshoblebi

დაუშვებელია ბავშვის ხელის მტევნებზე ან მკლავების ქვეშ ჩაჭიდება და წრეზე დატრიალება. ასეთმა თამაშმა შესაძლოა სხივის ძვლის ან მხრების დაზიანება გამოიწვიოს და სერიოზული პრობლემა შეუქმნას პატარას.

წყარო: mshoblebi.ge

Cesko