“დამიჯერეთ ქალბატონო გიული, გააკეთეთ რასაც გწერთ და შვებას იგრძნობთ”- ლაშა ამირეჯიბის ღია წერილი გიული ალასანიას

0
5857
23 Views

პუბლიცისტი ლაშა ამირეჯიბი სააგენტო “სპლიტის” მეშვეობით გიული ალასანიას ღია წერილით მიმართავს:

ქალბატონო გიული! კარგს იზამთ თუ ქონებას, რომელიც არ გეკუთვნით და თქვენი ვაჟის პრეზიდენტად ყოფნისას უკანონოდ ჩაიგდეთ ხელშ, სტუდენტებს, მესაკუთრეებსა და სახელმწიფოს დაუბრუნებთ….

კიდევ ერთი ამბავი მინდა მოგახსენოთ. გამობრძანდით ტელევიზიით, მოერიეთ თქვენს თავს, გადააბიჯეთ თქვენს ამპარტავნობას და მოიხადეთ სახალხოდ ბოდიში და აღიარეთ თქვენი ვაჟის, თქვენი ძმის თემურ ალასანიას და მათი სადისტების ჯოგის მიერ ჩადენილი აუარება დანაშაული. ხომ ხედავთ, რომ თქვენს ვაჟს და მის სისხლიან სამეგობროს არ ძალუძთ აღიარონ მათ მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობები და სხვა ათას დანაშაული. ამაზე კარგ საქმეს ვერაფერს გააკეთებთ: რომ აღიარებთ სულიერად ოდნავ მაინც დაისვენებთ. მოიშორებთ ამხელა ცოდვის ლოდს და თქვენი შვილიც სულიერ შვებას იგრძნობს… შეხედეთ თქვენი ვაჟიშვილის ფიზიკურ მდგომარეობას, მას სისუსტე და საწამლავის ჭარბი რაოდენობა კი არ აწამენს და კლაკნის, მას ჩადენილი ცოდვები არ ასვენებენ: ხან ბუტა გამოეცხადება ხან სანდრიკას წამება ახსენდება, ხან გლდანის პატიმრების უდანაშაულო მეუღლეების გაუპატიურება უდგას თვალწინ და ხან უდანაშაულო აჭარელი ბიჭების დახვრეტა ახალაიების ხელით …

დამიჯერეთ ქალბატონო გიული, გააკეთეთ რასაც გწერთ და შვებას იგრძნობთ. მიდით უწმიდესთან ჩაუვარდით მუხლებში, შენდობა სთხოვეთ, მოუყევით ყველაფერი და იქნებ უწმიდესთან საუბარმა გონება ოდნავ მაინც გაგინათოდ.

ვერ დაგპირდებით იმას, რომ შვილმმოკლული დედები და შავებში ჩაცმული მამები რამეს აპატიებენ თქვენს ვაჟს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარი თქვენი ქმედება, სულ ცოტა იოტისოდენა პატივსცემას მაინც დაიმსახურებს საზოგადოებაში.

 

 

Cesko