“ეს მუმია საპატიოდ უნდა დავკრძალოთ” – იაგო ხვიჩია

0
2264
26 Views

„გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსთან” განაცხადა:

„თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან წავიდა, ის ციხეში არ დაბრუნდება. „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის გაშვება აწყობს და ახლა ისინი ყველაფერს იზამენ იმისათვის, რომ სააკაშვილი გაუშვან, ამით „ნაციონალური მოძრაობა“ მათი მტრის ხატი, განადგურებას გადაარჩინონ. მე წინააღმდეგი ვარ მიხეილ სააკაშვილის გაშვების, ვიდრე ქოც-ნაცური დაპირისპირება არსებობს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში მართალია, ვიდრე ბრძოლა არ დამთავრებულა, არც ხელი ჩამოურთმევიათ, მანამდე უაზრობად მეჩვენება და მგონია, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ აწყობს და თვითონ გაათავისუფლებს ძალიან მალე, როცა აღმოაჩენს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ წარმოადგენს საფრთხეს და სააკაშვილი გარეთ არის საჭირო.

2024 წლის არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობა“ განადგურებული უნდა იყოს, არც ახლაა მისგან რამე დარჩენილი, ეს ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მუმია და ეს მუმია საპატიოდ უნდა დავკრძალოთ.

არავის არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში კლავენ და აწამებენ. სააკაშვილი თავად რისკავს საკუთარი ჯანმრთელობით. ის არის მებრძოლი, უბრალოდ ციხეშია და იქიდან იბრძვის.

ცხადია, რომ ამ წუთას საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს დასავლურ თამაშს. მან, რაღაც თვალსაზრისით პრორუსული პოზიციების გულშემატკივრობა აირჩია. არც ოპოზიციაში და არც მედიაში არ არის დალაგებული მდგომარეობა. ამას ხელისუფლება იმისთვის იყენებს, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი წმინდა წერილი არ იყოს და დასაშვები გახდეს დისკუსია, გვინდა თუ არა დასავლეთისკენ. ამას ვერავინ გაბედავდა, რომ არა შექმნილი მდგომარეობა, რაც ბოლო 1 წლის განმავლობაში დატრიალდა. ფაქტობრივად, სამარცხვინოდ იქცა მიტინგზე გასვლა.

ჩემი აზრით, გამოსავალი არის ხალხში. პოლიტიკოსებმა, მედიამ თავი უნდა დავანებოთ არ არსებული ჯარის გენერლობას. ხალხი კი არ გვეპატიჟება აქციაზე, ჩვენ ვეპატიჟებით სულ. ყველა დაიღალა ამ დაპატიჟებით. ხალხმა თუ მეტი პასუხისმგებლობა არ აიღო საკუთარ თავზე, ჩვენ ჯადოქრები კი არ ვართ“

Cesko