22 Views
ხატია ბუნიათიშვილი ორსულადაა. ცნობილმა პიანისტმა ფოტო ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა და გამომწერებს ვალენტინობის დღე მიულოცა. კომენტარებში სასიამოვნი სიახლეს ულოცავენ.
უცნობია, ვინ არის პიანისტის მომავალი შვილის მამა, რადგან ბოლო პერიოდში ხატიას ვინმესთან ურთიერთობა არ გაუსაჯაროებია.
საერთაშორისო მედიაში კი ყველაზე ცნობილია მისი რომანი ორლანდო ბლუმთან. ჰოლივუდის მსახიობს პიანისტი მცირე ხანს ხვდებოდა.
ხატია ბუნიათიშვილი 35 წლისაა და მრავალი წელია, საფრანგეთში ცხოვრობს. პიანისტს არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მიღებული და მსოფლიოს მასშტაბით მართავს კონცერტებს.
წყარო: mshoblebi.ge