20 Views
ხობის რაიონის სოფელ ხამიკურში ქალის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს დაზიანებები აღენიშნება და სახე დასახიჩრებული აქვს. მათივე თქმით, 45 წლამდე ასაკის ქალს დაზიანება, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
გ ა ნ ა ხ ლ ე ბ ა:
ქალის ცხედარი იდენტიფიცირებულია. მოკლული ზუგდიდის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია და 50 წლამდე ასაკისაა.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ უკვე დააკავა მკვლელობაში ბრალდებული ქალი.