თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას ბოლო ცნობებით, 21 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
რამ გამოიწვია მიწისძვრა თურქეთში – სპეციალისტების განმარტება
თურქეთში 17 674, სირიაში კი 3 377 ადამიანი დაიღუპა.
მეხუთე დღეა მსოფლიო, სოციალური ქსელების მეშვეობით, პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს, როგორ იბრძვიან მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები სიცოცხლის გადასარჩენად.
„ვიგრძენით, როგორ ზანზარებდა მიწა, ნანგრევები ჩვენს თავზე ცვიოდა.. ჩვენ გავიარეთ, განცდა, რომელიც არავინ არ უნდა განიცადოს“ – ამბავი სირიაში გადარჩენილ და-ძმაზე, რომელთა ფოტომაც მსოფლიო შეძრ
მიწისძვრიდან 72 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ერთ-ერთი ბავშვის ამოყვანის ეპიზოდს სოციალურ ქსელში აქვეყნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი და პოსტს ბავშვის, მაშველებისა და ექიმების ემოციური საუბრის თარგმანს ურთავს:
„მაშველები და ექიმები: გცივა? მკლავი გაუხსენით.. გცივა? ცოტა ხმადაბლა მეგობრებო, ასე არაფერი გამოვა. გაჩერდით.. ნება მომეცი შენს მკლავს შევხედო.. შენ ძალიან ტკბილი და საოცრად ლამაზი ხარ.. კანკალებს, სცივა.. მალე გათბები ჩემო პატარა.. კარგი? წყალი ხომ არ გინდა? რაღაც გვინდა, რომ გკითხოთ..
5 წლის ჰაზალი: არა, ჯერ ხომ უნდა გამსინჯოთ,
მაშველები და ექიმები: ჩვენო საყვარელო გოგო.. როგორი ყოჩაღი ხარ.. ახლა მე შრატს გაგიკეთებ კარგი? ეს დაგეხმარება, რომ მოძლიერდე. რამდენი წლის ხარ? შეგიძლია გვითხრა ან გვაჩვენო? აბა შემომხედე,
5 წლის ჰაზალი: 5 წლის ვარ,
მაშველები და ექიმები: სკოლაში დადიხარ? როგორი ყოჩაღი გოგო ხარ.
5 წლის ჰაზალი: 5 წლის ვარ და სკოლაში ჯერ არ შევსულვარ.
მაშველები: მაგრამ მალე დაიწყებ სკოლაში სიარულს. შემომხედე აბა, აქ რა არის? ხედავ ამას? თვლა იცი?. აბა შეხედე, რამდენი თითია აქ?
5 წლის ჰაზალი: ორი, ახლა უკვე ოთხი.
მაშველები და ექიმები: შენ რა ყოჩაღი გოგო ხარ, ჯერ სკოლაში არ დადიხარ და თვლა რა კარგად გცოდნია. შეგიძლია ხელი ასწიო? მუშტის შეკვრა შეგიძლია?
5 წლის ჰაზალი: ხელის აწევა არ შემიძლია ახლა.
მაშველები და ექიმები: მოდი ვცადოთ აბა, ასწიე ხელი და მუშტი შეკარი. რა ლამაზი ხელები გაქვს და როგორი ყოჩაღი გოგო ხარ. შენი პატარა ფეხები უკვე ნელ-ნელა თბება. არ იმოძრაო. მკლავი გტკივა?
5 წლის ჰაზალი: არა, მკლავი არ მტკივა.
პ.ს 5 წლის ჰაზალი და მისი დედიკო ბეთული, 72 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ცოცხლები ამოიყვანეს“, – წერს ბელა გომურაშვილი სოციალურ ქსელში.
• 5 yaşındaki Hazal ile annesi Betül Güner kurtarıldı
• Aynı enkazda bir baba ile kızına da ulaşıldıHatay'da depremden 72 saat sonra aynı binanın enkazından 4 kişi kurtarıldı https://t.co/PfOLZrb2OV pic.twitter.com/qaZnR3Old9
— ANADOLU AJANSI (@anadoluajansi) February 9, 2023
წყარო: fortuna.ge