32 Views
გამოცემა “თაიმერის” ცნობით, ბადრი ესებუას ადვოკატმა ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. ადვოკატ სოსო ჯანაშიას განცხადებით, ესებუა ბრალს არ აღიარებს.
„ბადრი ესებუა დანაშაულს არ აღიარებს. ამბობს, რომ მას საქართველოს ბანკთან მომხდარ ფაქტთან არაფერი არ აკავშირებს. მისი განმარტებით, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და იმ დღეს ის საქართველოს ბანკში არ იმყოფებოდა“, – ამბობს ადვოკატი.