“… ვერ ხვდებიან ამას!!! ქოცებიც იდიოტები და ნაცებიც იდიოტები… დედოფალო”- ია ფარულავა ნინო ნადირაძეს

0
4890
23 Views

,,ვივამედის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ექიმი ნინო ნადირაძე ,,ფეისბუქში” კლინიკის პატიმარ პაციენტზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე წერს, რომ მას სხვა ადვოკატების აყვანა ურჩია: ,,არადა პაციენტს ვურჩიე, ადვოკატებად დიმა გაბუნია, პაატა სალია, ზვიად კორძაძე, კახა ასლანიშვილი, კიდევ რამოდენიმე გვარი ჩამოვუთვალე, აეყვანა, არ დამიჯერა”.

ნინო ნადირაძემ მოწინაააღმდეგების მისამართით კი დაწერა: ,,ერთხელ ვიღაცამ, ვერ ვიხსენებ, ვინ, ავი მანგუსტი შემარქვა. მგონი, მართალი იყო. მათი საკვების ძირითად რაციონს გველები შეადგენს”.

ნინო ნადირაძის ამ სტატუსს მსახიობი და ტელეწამყვანი, ია ფარულავა გამოეხმაურა და კომენტარებში დაწერა:

“ყველაზე მაგარი ისააა, რომ აქედან და იქიდან შენზე ბევრად სუსტი ადამიანები გიტევენ და ვერ ხვდებიან ამას!!! ქოცებიც იდიოტები და ნაცებიც იდიოტები… დედოფალო”. 

ცნობისათვის: მანგუსტი მტაცებელი ძუძუმწოვარია. მისი მურა-ნაცრისფერი სხეულის სიგრძე 65 სმ აღწევს. აქვს გრძელი ბეწვით დაფარული მსხვილი კუდი. გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, მცირე აზიასა და სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში (პირენეს ნახევარკუნძული). იკვებება წვრილი მღრღნელებით. აქტიურია ღამით. გველების განადგურებით სარგებლობა მოაქვს. ზოგჯერ ზიანს აყენებს საფრინველეებს. აკლიმატიზებულია იუგოსლავიაში, იტალიასა და კუნძულ მადაგასკარზე.

Cesko