“გონივრული იქნებოდა აღიარებითი ჩვენება და საპროცესო გარიგება, მაგრამ ალბათ, ეს ბოლოსთვის შემოიტოვეს” – მაია ნიკოლეიშვილი

0
1084
34 Views

სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი, sezon.tv-თან, მიხეილ სააკააშვილზე საუბრობს.

გადაცემის წამყვანი, ნიკოლოზ მჟავანაძე:

‘-ისე მიდის საკითხი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტის ჩართვა იქნება საჭირო სააკაშვილის საქმეში, გვამის გაკვეთა მისი პროფილია, არავის სიკვდილზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ კაცი თვითონ ლაპარაკობს ამაზე და მგონია, ქალბატონ მაიასთან დაკავშირება მოგვიწევს ამ თემაზე. ერთი ცრემლიც არ გადმოგვივარდება, საქართველოს მტრის სიკვდილზე არავინ ძაძებს არ ჩაიცვამს

მაია ნიკოლეიშვილი:

-სააკაშვილს შესთავაზეს ექსპერტიზის ჩატარება, მაგრამ მისმა ადვოკატმა თავი გაიგიჟა და უარი განაცხადა, ღმერთმა დაიფაროს თქვენი ნათქვამი ახდებოდეს, იცოცხლოს, მან პასუხი უნდა აგოს. მირჩევნია ცოცხალ სააკაშვილს ჩავუტარო ექსპერტიზა ვიდრე გარდაცვლილს — და რატომ, ჯერ ერთი სუფთა ადამიანურად და მეორე ომიტომ, რომ მას ბევრი აქვს სათქმელი საქართველოს უახლოესი ისტორიიდან და რა ინფორმაციასაც ის ფლობს, ეს ჩვემ ძალიან გამოგვადგება, ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან სასაუბროდ, განსაკუთრებით, კოდორის ხეობაზე. გონივრული იქნებოდა აღიარებითი ჩვენება და საპროცესო გარიგება, მაგრამ ალბათ, ეს ბოლოსთვის შემოიტოვეს.

Cesko