118 Views
ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ასაკოვანი ქალი აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს განვითარებული მოვლენები არ ახსოვს.
მარიამ ესტაფაშვილმა გორის სასამართლოში ნაფიც მსაჯულებს ჩვენება ცოტა ხნის წინ მისცა. მისი თქმით, როდესაც მძიმე ამბავი შეიტყო, ეკლესია-მონასტრები შემოიარა და შენდობა ითხოვა.
“არ მახსოვს როდის ვესროლე ქვა, ვერ ვიხსენებ. ჩემს შვილს რომ დაარტყა თოხი, მეგონა რომ მოკლა და მერე აღარ მახსოვს რა მოხდა. რომ გავიგე რაც მოხდა, მთელი ეკლესია-მონასტრები მოვიარე, შენდობას ვითხოვდი”, – განაცხადა ბრალდებულმა.
შეგახსენებთ, სოფელ კარბში, გასული წლის ივლისში, მეზობლებს შორის, სარწყავი წყლის გამო დაწყებული კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა.
წყარო: “tia.ge”