20 Views
გუშინ დაკრძალეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად გარდაიცვალა. ქეთი კოპალეიშვილი, რომელიც 8 თვის ფეხმძიმე იყო, კლინიკაში ფილტვების ანთებით მოათავსეს.
მომხდარზე გარდაცვლილი ქალის ახლობელი, ლელა გელენიძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
„ქეთი 2 იანვარს, ფილტვების დახურვით შეიყვანეს კლინიკაში და 19 იანვრამდე აპარატზე იყო. მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, 8 თვის ფეხმძიმე ამშობიარეს… ექიმებმა შეძლეს და ახალშობილი გადაარჩინეს. ქეთის 5 დღის წინ გაუჩერდა გული… 3 შვილი დარჩა, 3 ბიჭი…“ – გვითხრა გარდაცვლილის ახლობელმა.
„პრაიმტაიმი“