“ეს კაცი პირველად ელაპარაკება ბიძინას იმ ენაზე, რომელიც იცის და ესაა ფულის ენა” – ფრანგიშვილი

0
990
48 Views

“ხაბეიშვილმა უპირველესი რაც თქვა ისაა რომ, ბიძინა, გაათავისუფლე სააკაშვილი ციხიდან და აბსოლუტურად ყველა სახელისუფლო ინსტიტუციას დავტოვებთო – პარლამენტი, გამგეობები, ყველანაირი საბჭოებიო და ფეშქაშად ,,ენმს,, უძრავ ქონებასაც გადაგიფორმებთო.

ეს კაცი პირველად ელაპარაკება ბიძინას იმ ენაზე, რომელიც იცის და ესაა ფულის ენა.

მე პირადად არ ვარ სააკაშვილის ბიძინასაგან გამოსყიდვის წინააღმდეგი.

ბიძინას პუტინმა კი დააჭერინა სააკაშვილი, მაგრამ,
პუტინს ახლა უჭირს სადავეებში და ბიძინას ნაღდად აქვს შანსი თავისი ქონება გადაარჩინოს და დაამატოს კიდე რაღაც.

არაა ცუდი აზრი ბიძინასთან ქონებაზე და ფულზე საუბარი.

მე რაშიც ეჭვი მეპარება,
ესაა მხოლოდ ის ნაწილი, სადაც საუბარია
,,დავტოვებთ პარლამენტს, გამგეობებს და ყველანაირ ორგანოსო,,
აი ეს ნაწილი არ ჯდება ბიძინას ინტერესში.
ბიძინას სურვილია რომ
პარლამენტი და გამგეობები არავინ დატოვოს, იყოს ეს ინსტიტუციები როგორც ,,დემოკრატიული სისტემის,, სამტკიცი და ჰქონდეს ერთპიროვნული ძალაუფლება ამ ინსტიტუციების გადაწყვეტილებებზე
ანუ ის, რაც დღეს აქვს.

ამიტომაც,
ხაბეიშვილის განცხადება იქნებ და მართლა მისაღები იყოს ბიძინასათვის, თუკი იტყვის პირიქით
,,არ დავტოვებთ არცერთ ორგანოს, გაგიკანონიერებთ ხელისუფლებას 2024 წლამდე, გადაგიფორმებთ ენმს ოფისს და ამის საფასოდ სააკაშვილს მიეცი უფლება უცხოეთში იმკურნალოსო,,

აი ამ შეთავაზებაზე იქნება და იფიქროს ბიძინამ”

იაგო ფრანგიშვილი, გერმანიაში მცხოვრები ექიმი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი; სოციალური ქსელი

Cesko