ფოტოგრაფი მარიამ ნაკანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საკუთარ დაავადებაზე ღიად საუბრობს:
„ჩემს დაავადებას პერფექციონიზმი ქვია.მთელი ცხოვრება მაწვალებს იდეალურისკენ სწრაფვა, ამის გამო ხშირად დამიმცირებია თავი და შემირცხვენია. ჯერ პატარა ვიყავი თუ ლოგინს იდეალურად არ დავალაგებდი არ ვეშვებოდი, ყველა ნაკეცი სრულყოფილებამდე უნდა გამესწორებინა, გაუთოვებულივით უნდა ყოფილიყო ზედაპირი, დიდხანს ვუყურებდი და ვამოწმებდი ჩემს დალაგებულს. ნელ-ნელა პერფექციონიზმი ყველა სფეროში შემომეპარა, მახსოვს თინეიჯერობაში სარკის წინ ვიდექი ხოლმე, ჩემს გარეგნობაში ვპოუოლობდი დეფექტებს და ვჯავრობდი. ყველაზე მკაცრი მშობელიც კი არ დატუქსავს თავის შვილს, როგორც მე ვადანაშაულებდი თუ სხვებთან ურთიერთობაში რამე შემეშლებოდა, მაგალითად, თუ მეგობარს ვაწყენინებდი და ის მპატიობდა, სამაგიეროდ მე განვსჯიდი ჩემს თავს მერე და კიდევ რამოდენიმე თვე ვიმეორებდი თავში ამ სიტუაციას ,რომ თავიდან განმეცადა დანაშაულის შეგრძნება.ფოტოგრაფიაშიც პერფექციონიზმი მქონდა ჩართული, ან იდეალურად ლამაზი უნდა გადამეღო ან არ მომწონდა ჩემი ნამუშევარი. შემეძლო საათები დამეთმო ერთი კადრის მისაღებად.გარშემო უამრავ ადამიან, რომ მოეწონებოდა ჩემი ფოტო მე მაინც უკმაყოფილო ვიყავი და ვიძახდი რაღაცა აკლია-თქო. თქვენ ვერასოდეს გამაკრიტიკებთ და დამცინებთ ისე, როგორც მე ვაკრიტიკებდი და ვადანაშაულებდი ჩემს თავს ყველა დაშვებული პატარა თუ დიდი შეცდომის გამო.ზუსტად 40 წელი ვიყავი ჩემი თავის სუპერ მსაჯი, კრიტიკოსი, ჩასაფრებული მაკონტროლირებელი. ამის გამო ხშირად მქონდა დაძაბული გონება და ვაკვირდებოდი ყოველ ჩემს ნაბიჯს, რო მერე გემრიელად “გამეთათხა” და შემერცხვინა.ეს ძალიან მძიმე დაავადებაა, არაფერს პატიობ შენს თავს და მუდმივად ცუდი გგონია ან არასაკმარისად “კარგი”. აქედან მოდის სევდაც და დანაშაულის შეგრძნებაც.
მე უკვე ვიცი, რომ პერფექციონიზმი დეფექტია და დღეს საჯაროდ მინდა ბოდიში მოვუხადო მარი ნაკანს, რომელმაც შექმნა თავისი თავი, რომელსაც არასოდეს ეზარებოდა შრომა, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძოდა რომ გაემარჯვა თავის თავზე, გადაელახა შიშები, დაემარცხებინა სიზარმაცე, ფუტკარივით ეშრომა, მიეღო უმაღლესი განათლება, აიღო არერთგზის დიპლომი ,ჯილდო და სერთიფიკატი და დღეს უამრავ ადამიანს გადასცემს თავის ცოდნას. შექმნა საავტორო სწავლების ალტერნატიული მეთოდიკა, უზიარებს საკუთარ გამოცდილებას ასობით მოწაფეს, პატარებს, დიდებს, ამრავლებს ხარისხიან განათლებას და 20 წელია ემსახურება თავის დარგს-ფოტოგრაფიას.მადლობა მარი! მაპატიე, რომ ასე მკაცრად აგღზარდე”.