“ეს თუ გამართლდა, კეზერაშვილი ხაბეს კბილებს დააძრობს და პალტოს გახდის …”- “Дядя Тимурис”დაპლანული არჩევნები” დასრულდა

0
5567
20 Views

იურისტი მაია ელოშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებს ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს:

🧐 პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, ნაცმოძრაობის თავმჯდომარის “არჩევნებში” 230 ხმით ლიდერობს გიორგი მუმლაძე. მეორე ადგილზეა ლევან ხაბეიშვილი, მესამეზე – ნიკა მელია.
ეს თუ გამართლდა, კეზერაშვილი ხაბეს კბილებს დააძრობს და პალტოს გახდის, ნაცკრიმინალური ბანდის მეთაური კი, ისევ მიხეილ სააკაშვილი იქნება. პოლიტიკურად უმწიფარმა გიორგი მუმლაძემ, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, მიშას ძმას – დავით სააკაშვილს, მოადგილეობა შესთავაზა (!). ამის შესახებ გულშემატკივრებს თავად დავითმა ამცნო და დასძინა, რომ შეთავაზებაზე ჯერ ფიქრობს (😁).
Дядя Тимурис “დაპლანული არჩევნები” დასრულდა.
სააკაშვილ-ალასანიების ბატონობა პოლიტიკურ პროცესზე გრძელდება?!

“როცა ორი ჩხუბობს, აუცილებლად მესამე იმარჯვებს” – უინსტონ ჩერჩილი.

Cesko