“ღამის პრაიმ ტაიმი” 6 წამყვანიდან 5-მა დატოვა. ძველი შემადგენლობიდან შოუში მხოლოდ ნინო ჩხეიძე დარჩა. არადა, გადაცემა ჯერ 1 წლისაც არაა.
ბოლო თვეებში გადაცემა ცალ-ცალკე დატოვეს:
ბაჩო კოლელიშვილმა;
ავთანდილმა;
ზურა ხაჩიძემ;
ნიკოლოზ ხაჩიძემ;
და ახლა უკვე ანი ჩირაძემ.
ამრიგად, გადაცემას ახლა მხოლოდ 2 წამყვანი ჰყავს, ნინო ჩხეიძე და მოგვაინებით შემატებული გიორგი ნაზღაიძე.
დააფასეთ პრაიმშოუს სიმტკიცე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სოციალურ ქსელში ამას დიდი განხილვა მოჰყვა. ბევრი ამბობს, რომ წამყვანები სათანადო დონის არ იყვნენ და მათი გადაცემიდან წასვლა ლოგიკურია. გაჩნდა ისეთი მოსაზრებაც, რომ ტელეწამყვანების შეცვლა ახალი კადრების მისვლას უკავშირდება, კონკრეტულად კი გიორგი ნაზღაიძის ტელეპროექტში გამოჩენას.
“ნაზღაიძის დამსახურება ეს ყველაფერი ნიკოლოზ ხაჩიძის და ანი ჩირაძის წასლა… ჯერ სად ხართ”, – წერენ კომენტარებში.