„ნახევარძმამ უარი თქვა ცხედრის მიღებაზე, დედაც ამბობს, სადაც გინდათ, იქ დაკრძალეთო…“ – სად დაკრძალავენ ნოდარ ათუაშვილს?

0
1345
20 Views

საგარეჯოში თავდასხმის მომწყობი ყოფილი სამხედროს, ნოდარ ათუაშვილის დაკრძალვის ადგილი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მისი ცხედრის მიღებასა და დაკრძალვაზე უარი თქვეს ოჯახის წევრებმაც.

„როგორც ვიცით, მორგში ასვენია. ამ კორპუსში მისი გადმოსვენება რანაირად წარმოგიდგენიათ? ოჯახს სურვილიც არ გამოუთქვამს. ხალხი ლაპარაკობს, დედაც კი ამბობს, სადაც გინდათ, იქ გადააგდეთო, ნახევარძმამ უარი თქვა ცხედრის მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო მიხედავს ალბათ. ჩვენ ახლა ეს ბიჭები უნდა გავასვენოთ ღირსეულად, სამოქალაქო პანაშვიდი მოვაწყოთ და დაჭრილებზე ვიზრუნოთ. საავადმყოფოში, გიორგიმ თვალი გაახილა და იქ ცალკე ვგულშემატკივრობთ. ბევრი დარდი გვაქვს და სულ არ გვაინტერესებს, იმ კაცს სად დაკრძალავენ”,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთი საგარეჯოელი.

შეგახსენებთ, 19 იანვრის ღამეს, ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა, საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივნიდან, 5 ადამიანი მოკლა, 5 კი დაჭრა.შემთხვევის ადგილზე, სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზაციის შემდეგ, თავდამსხმელმა, თავი მოიკლა.

წყარო: tia.ge

Cesko