„იცის რომ თავად არაფერს წარმოადგენს და ვერ ატკენს, ამიტომ ხალხს ეპოტინება“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

0
438
21 Views

„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ლევან ბერძენიშვილის ინცინდენტზე:

„საკუთარი თავი რომ ცოტას ყოფნის და ყველა არარაობა ერის, ხალხის, საზოგადოების სახელით გელაპარაკება ალბათ ჩვენი, პოსტ-ტოლიტარული საზოგადოების, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიშანია.
პოსტივის კეკელამ თავადაც იცის რომ არარაობაა, ამიტომ ლაპარაკობს ხალხის სახელით.
“ბატონო ლევან, ჩემს თვალში ნაძირალა ხართ” – ამის თქმა ხომ უფრო ლეგიტიმური და ნაკლებად კომიკურია?
მაგრამ ვერ იძახის – იცის რომ თავად არაფერს წარმოადგენს და ვერ ატკენს.
ამიტომ ხალხს ეპოტინება – ხალხის სახელით უცხადებს პროტესტს, რომ წონა გაუზარდოს მის პრეტენზიას.
ეს ძალიან გავრცელებული სენია და იმ ადამიანებსაც ახასიათებს, ვინც დღეს პოსტივის კეკელას ლანძღავს.
მათ შორისაც ბევრი “ნათიაბერიძეა” რომელსაც საკუთარი თავი არ ყოფნის და საზოგადოების სახელით იმუქრება – ფუჭად.“

Cesko