თეა თუთბერიძე  უნივერსიტეტებს სტუდენტებისთვის “ლგბტ” საკიდების დამზადებას სთავაზობს

0
1214
21 Views

ლონდონში მცხოვრები თეა თუთბერიძე საქართველოს უნივერსიტეტების რექტორებისთვის აპირებს შეთავაზება/მოწოდებას, რომ სტუდენტებისთვის დამზადდეს ID ბარათის საკიდები, რომელიც “ლგბტ” სიმბოლიკით იქნება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და დასძენს, რომ მისი იდეა უკვე ორმა უნივერსიტეტმა აქცია რეალობად.

“მოკლედ, ეს აქტივიზმი ისევ იმდენად ძლიერია ჩემში, რომ აქაც ვერ ვისვენებ აშკარად. ხო და პერიოდულად ვეძებ რაღაცეებს რომ შევცვალო და რაც მთავარია გამოდის.

ადრე დავწერე აქ, ჩემი უნივერსიტეტის რექტორს რომ მივწერე სტუდენტური ID ბარათების კისერზე დასაკიდებელი LGBTQIA+ სიმბოლოთიც რომ დაებეჭდათ და სტუდენტებისთვის მიეცათ არჩევანი, აერჩიათ რომელს ატარებდნენ, ჩვეულებრივს თუ LGBTQIA+ სიმბოლოიანს (თანამშრომლებს მანამდეც ჰქონდათ).

ხო და მაშინ ხომ გადაამისამართეს ეს ჩემი იმეილი შესაბამის დეპარტამენტის უფროსთან და იმან მომწერა კი ბატონო, გავითვალისწინებთ და დავბეჭდავთ სტუდენტებისთვისაცო და მოვიფიქრებთ როგორ შევთავაზოთო. ხო და ორი დღის წინ გამოვნახე დრო, ჩავედი, ჩამოვიარე ოფისებში სადაც სტუდენტურ ID ბარათებს გასცემენ და ისე გამიხარდა მაგიდებზე ორივე რომ ედოთ და სტუდენტები LGBTQIA+ სიმბოლოიანს რომ ირჩევდნენ რომ რა გითხრათ.

ერთ-ერთგან ვთხოვე მეთქი ფოტოს გადავიღებ, მადლობა მინდა მივწერო რექტორსთქო. სამადლობელი მეილის წერის პროცესში გამიჩნდა იდეა ჩემი წინა უნივერსიტეტის რექტორისთვისაც გამეგზავნა მეილი რომ იქაც გააკეთონ იგივე (მახსოვს როცა მათი სტუდენტი ვიყავი ყველა სტუდენტს აძლევდნენ ლურჯი ფერის ID ბარათის ჩამოსაკიდებელს უნივერსიტეტის სახელი ეწერა ზედ და ლოგო). ხო და მივწერე და მომწერეს პასუხი თუ რას აკეთებენ უმცირესობების მხარდასაჭერად და ასევე ის რომ გაითვალისწინებენ და მისცემენ სტუდენტებს არჩევანს.

ერთია როცა სადღაც შესაძლოა არის ხელმისაწვდომი მსგავსი სიმბოლოთი ეს ID ბარათების ჩამოსაკიდებლები, მაგრამ მეორეა იმ ადგილებზე იყოს სადაც სტუდენტები მიდიან თავიდან და იღებენ ID ბარათებს და თავად გადაწყვიტონ რომელს აირჩევენ.
იცით რომ აქ ბევრი სტუდენტია სხვადასხვა ქვეყნებიდან, არა მხოლოდ დასავლეთის განვითარებული სახელმწიფოებიდან, მაგრამ ასევე აზიიდან, აფრიკიდან და ა.შ. და ჩემი მიზანი სწორედ ის არის რომ ამ სტუდენტებს ვასწავლოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი თანადგომა უმცირესობების მიმართ ყველგან, ჩვენ ქვეყნებში განსაკუთრებით.

იქნებ საქართველოშიდაც უნივერსიტეტებს (თსუ ამისი გამკეთებელი ალბათ არ არის, თუმცა მათაც მივწერ, მაგრამ თავისუფალ უნივერსიტეტს და ილიას უნივერსიტეტს) გაგეკეთებინათ იგივე?

სხვა არის როცა LGBTQIA+ თემის წარმომადგენლები თავად ატარებენ სიმბოლოს მაგრამ სხვა ადამიანებიც რომ იგივეს გააკეთებენ ეს სამომავლოდ ბევრ რამეს შეცვლის აზროვნების კუთხით ქართველ ახალგაზრდებში.”- წერს თუთბერიძე

 

Cesko