უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაური აცხადებს, რომ მათი ჯაშუში, დენის კირეევი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოკლა და მისი სიკვიდილი რუსეთს აწყობდა

0
642
18 Views

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაური აცხადებს, რომ მათი ჯაშუში, დენის კირეევი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოკლა და მისი სიკვიდილი რუსეთს აწყობდა. ამის შესახებ განცხადება კირილ ბუდანოვმა რადიო „თავისუფლების“ უკრაინულ ბიუროსთან ინტერვიუში გააკეთა.

ბუდანოვი ყვება, რომ დენის კირეევი, რომელიც ომის დასაწყისში ბელარუსში გამართულ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს შტატიანი თანამშრომელი იყო და ის 2022 წლის 5 მარტს კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოკლა.

უკრიანის სამხედრო დაზვერვის მეთაური აცხადებს, რომ კირეევს 2009 წლიდან იცნობდა. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ კირეევი რუსეთის სასარგებლოდ არ მუშაობდა.

ბუდანოვის განცხადებით, კირეევი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, რადგან პირადად იცნობდა რუსეთის დელეგაციის ორ წევრს. ამასთან, ბუდანოვის მტკიცებით, კირეევის ამოცანა იყო მოლაპარაკებების გაჭიანურება და დროის მოგება. ბუდანოვი ამტკიცებს, რომ მკვლელობის დღეს კირეევი მოლაპარაკებებზე უნდა წასულიყო.

„მას, ვინც ეს განზრახ ჩაიდინა, მიზნად ჰქონდა, რომ ჩვენ არ ჩავრულიყავით სხვის თამაშში და არ გაგვეჭიანურებინა ეს პროცესი, რათა მიგვეცა საშუალება ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის, ასე ვთქვათ, გარკვეული ქმედებები განეხორცილებინა მტრისთვის წინააღმდეგობის გასაწეევად“, – განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა.

ბუდანოვის მტკიცებით, კირეევის მკვლელობამ რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი.

„თუ გახსოვთ სიტუცია ახლოს იყო კრიტიკულთან. არსებობდა ადამიანების გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც არც ისე სურდათ უკრაინის გამაჯრვება. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა“, – განაცხადა კირილ ბუდანოვმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი ჯაშუშის მკვლელობის შესახებ სტატია გასულ კვირას გამოქვეყნა ამერიკულმა „ვოლ სთრით ჯორნალმა“. ბუდანოვთან ინტერვიუ ამ სტატიის გამოქვეყნებიდან სამ დღეში შედგა.

ამერიკული გამოცემის წყარო ამბობს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დენის კირეევი მოღალატესავით მოკლა. ამასთან, გამოცემის სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინამ რუსეთის შეჭრის თარიღისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია სწორედ კირეევისგან მიიღო. კირეევს სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდებაც მიანიჭეს.

თავად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში კირეევის მკვლელობაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა მკვლელობიდან რამდენიმე თვეში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საკადრო ცვლილებები მოახდინა გენერლებს შორის და ასევე, სახელმწიფოს ღალატის მუხლით 650 სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა ასევე გააკეთა კომენტარი დენის კირეევის მკვლელობაზე და თქვა, რომ ეს დაკავშირებული იყო უკრაინაში ომის დაწყების პირველ დღეებში ძალოვან უწყებებს შორის კოორდინაციის ნაკლებობასთან.

ამ განცხადებას რადიო „თავისუფლების“ უკრაინულ ბიუროსთან შემდეგნაირად გამოეხმაურა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაური კირილ ბუდანოვი: „მე ცოტა სხვაგვარად ვიტყოდი, მაგრამ ბატონი მიხაილის მოსაზრებაზე კომენტარს არ გავაკეთებ“.

Cesko