21 Views
საგარეჯოს ცენტრში, გასულ ღამეს, სროლისას გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვილი მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ხალხი ყვავილებით მიდის. ანთებული სანთლებით ისინი პატივს მიაგებენ ტრაგედიის მსხვერპლებს. პანაშვიდს სასულიერო პირები აღავლენენ.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა.
დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის.