დაღუპულების ფოტოები ვრცელდება – “ეს ბიჭები შეიწირა წუხელ მკვლელმა!…”- ზაზა ჩიხლაძე და დავით ნასრაძე ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან

0
1296
26 Views

საგარეჯოში ღამით უმძიმესი ტრაგედია მოხდა. შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. 4 დაღუპულის ფოტოს სოციალურ ქსელში გიორგი ივანელაშვილი ავრცელებს.

„საგარეჯოს კი არა ალბათ ისტორიას არ ახსოვს ასეთი რამ, რაც წუხელ დატრიალდა საგარეჯოში. ნათელი სანთელი თქვენ სულებს ბიჭებოო” – წერს გიორგი ივანელაშვილი და ფოტოებს ავრცელებს:

საგარეჯოში მოკლული ორი პირი, 30 წლამდე ასაკის ზაზა ჩიხლაძე და 35 წლამდე ასაკის დავით ნასრაძე, ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. ნასრაძე საგარეჯოში ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ბიჭები ეზოში საუბრობდნენ, რა დროსაც სროლა ატყდა.

„ბიჭები უბრალოდ ლაპარაკობდნენ. აზრზე არ ვართ, ეს საშინელება საიდან მოიფიქრა. ამბობენ, მკურნალობდა კიდეცო და პრობლემები ჰქონდაო, მეუღლეც გაუგდია სახლიდან. თუ ავად იყო, სტაციონარში დაწოლილიყო, ეს რა ამბავი დაგვატეხა თავს, საშინელებათა ფილმში მგონია თავი, რომელი ვიგლოვოთ, აღარ ვიცით” – უთხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა “პრაიმტაიმს”.

საგარეჯოში, 20 იანვრის ღამეს ყოფილმა სამხედრომ ნოდარ ათუაშვილმა, საცხოვრებელი სახლის აივნიდან რამდენიმე გასროლით მოკლა ხუთი და დაჭრა ხუთი ადამიანი.თავად ათუაშვილმა, სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.

Cesko