01/21/2023: რას უნდა ველოდოთ ახალმთვარეობისას?! – რჩევები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

0
371
26 Views

ენერგეტიკული კუთხით, ნებისმიერი თვის ახალი მთვარე ძალიან ჰგავს ახალ წელს: შეგიძლიათ გეგმების დასახვა და სურვილების ჩაფიქრება – მათი ახდენის შანსი ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სუფთა გონებით უნდა გაკეთდეს, ვინაიდან 2023 წლის იანვარში ახალი მთვარე ჩინურ ახალ წელს ემთხვევა. ამ დღის ენერგია გაორმაგებულია და იმის შანსები, რომ ყველა სურვილი აგიხდებათ, ძალიან დიდია.

ახალი მთვარის მთავარი დანიშნულება არის ის, რომ ის საკუთარი ცხოვრების წარმართვის საშუალებას გვაძლევს. გასათვალისწინებელია ყველაფერი, რისი გაკეთებაც ახალი მთვარის პერიოდში შეგიძლიათ:

მომდევნო თვის გეგმების შედგენა;

სხვადასხვა ორგანიზაციული საკითხის გადაჭრა

ქველმოქმედება;

მივლინებაში წასვლა და მოგზაურობა;

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება;

ჭარბწონიანობის მოგვარება;

და არ დაგავიწყდეთ, რომ ახალი მთვარე იდეალური დროა სურვილების ასასრულებლად.

ახალ მთვარეს უარყოფითი ასპექტებიც გააჩნია:

არ წამოიწყოთ კამათი – ნებისმიერი ჩხუბი შეიძლება სერიოზული კონფლიქტით დასრულდეს;

ფულთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა იყოთ – არ ისესხოთ და არ გაასესხოთ;

უარი თქვით ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაციაზე;

განდევნეთ ცუდი აზრები – მათ შეუძლიათ სერიოზულად გააფუჭონ თქვენი განწყობა და დეპრესიაც კი გამოიწვიონ;

იყავით უკიდურესად ფრთხილად – შეგიძლიათ მიიღოთ სერიოზული ფიზიკური დაზიანება და ასევე არსებობს ქრონიკული დაავადების გამოვლენის რისკიც.

ახალი მთვარის პერიოდში სუსტი იმუნური სისტემა გექნებათ – ორგანიზმი ახლა იწყებს ენერგიის დაგროვებას. ამიტომ, ამ დღეს ზედმეტი არ იშრომოთ, თავი შეიკავეთ ალკოჰოლისგან და უარი თქვათ ცხარე საკვებზე.

 

Cesko