“კაკუნი გაისმა… კართან სულ მთლად სველი, გაყინული, დიდრუგზაგმოკიდებული დეგი დუდაევი იდგა” – რას ყვება ცოტნე გამსახურდიას მეუღლე

0
5233
36 Views

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში წერს:

,,რა მინდოდა კიდევ მეთქვა.
ძლიერი ქარბუქი, ყინვა და თოვლი იყო რამდენიმე დღის წინ წეროვანში. განსაკუთრებით იქ, სადაც ჩვენი დროებითი საცხოვრებელია – დაბლობიდან რამდენიმე კილომეტრიან, თითქმის უკაცრიელ გზას უნდა ამოუყვე მთაში. არც დედაქალაქში თბილოდა, მაგრამ მთაში ამოსასვლელი გზა მთლიანად ჩაკეტა დიდთოვლობამ.

სწორედ იმ საღამოს, საძაგელ ყინვასა და ქარბუქში, შინ რომ ფანჯრებს წუილი გაუდის და გარეთ თვალებს არ გახელინებს, ისეთში, კაკუნი გაისმა…
კართან სულ მთლად სველი, გაყინული, დიდრუგზაგმოკიდებული დეგი დუდაევი იდგა. ვიცოდი, ჩვენს უნახავად არ წავიდოდა, მაგრამ ისიც ვიცოდი, იმ დღეს, ვერცერთი მანქანა ვერ ამოაღწევდა ჩვენამდე.

დეგიმ ამოაღწია. სულ დაბლა, გზაზე დატოვა მანქანა და რამდენიმე კილომეტრი ყინვიანი, თოვლიანი და ქარბუქიანი გზა ფეხით ამოიარა.
გასაჭირში ჩავარდნილი ძმა უნდა ჩაეკრა გულში.
სწორედ ასე გამაცნო გიორგიმ – იცოდე, დეგი ჩვენი და შენი კიდევ ერთი ძმააო.
ძლივს გავათბეთ, ბევრი ცხელი ჩაი ვასვით:)
მერე, დიდხანს ყავდა ჩახუტებული უთქმელად და უსიტყვოდ თავისი ძმა. მერე, ბევრი რამ მოუყვა, გული გაუთბო მასაც და ჩვენც.

ხდება ზოგჯერ ადამიანთა შორის ენით გამოუთქმელი რამ, სრულად გასაზომ-გადმოსაცემ სიტყვებს რომ ვერსად უპოვი, ისეთი… ამ ძმებს შორის რომაა დღეს და მათ მამებს შორის რომ იყო 30 წლის წინ…”

Cesko