“ქართველებმა აირჩიეს რუსეთი და ფული – ვაღმერთებ საქართველოს” – სტანისლავ სადალსკი წულუკიანის განცხადებაზე

0
1050
20 Views

რუსი მსახიობი, სტანისლავ სადალსკი, რომელიც 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს საქართველოს მხარეს იდგა და რომელსაც, საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამო, 2011 წელს, რუსულ ფილმებში გადაღება აუკრძალეს, კომენტარს აკეთებთ საქართველოს ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანის განცხადებაზე და წერს:

“თბილისი არ აპირებს და არც აპირებდა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, რადგან მას არ სურს უკრაინის კონფლიქტში ჩართვა. ქართველებმა აირჩიეს რუსეთი და ფული და არა ევროპა და სიღარიბე. ვაღმერთებ საქართველოს”

15 იანვარს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა: „საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს საქართველოს სახელმწიფოს სამხედრო დაპირისპირებაში ჩართვას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავუწევთ სამხედრო დახმარებას დაპირისპირების ერთ-ერთი მხარეს“.

წყარო – გამოცემა თაიმერი

Cesko