79 წლის ასაკში გარდაიცვალა სსრკ სახალხო არტისტი ინნა ჩურიკოვა

0
573
21 Views

79 წლის ასაკში გარდაიცვალა სსრკ სახალხო არტისტი ინა ჩურიკოვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მსახიობის გარდაცვალება დაადასტურეს თეატრ Ленком-ში, სადაც ის მუშაობდა.

ინა ჩურიკოვა   1943 წელს, ევაკუაციაში, ბაშკირეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაიბადა. 1965 წელს დაამთავრა უმაღლესი თეატრალური სასწავლებელი. მას შემდეგ მონაწილეობდა მრავალ სპექტაკლში, გადაღებულია კინოფილმებში, რომელთა უმეტესობის რეჟისორი იყო მისი მეუღლე, გლებ პანფილოვი. ინა ჩურიკოვას ყველაზე გახმაურებული როლია კინოფილმში „დასაწყისი“, სადაც ის არაპროფესიონალი მსახიობის როლს ასრულებს, რომელსაც ჟანა დარკის როლში იღებენ.

 

Cesko