22 Views
“კარი ღია ყოფილა და ლიფტი არ ყოფილა იქ, რომ ჩავარდა ერთი, მეორე საშველად მივიდა. ამ დროს დაიძრა ლიფტი და ორივე მოიყოლა. ძველი ლიფტი იყო, მაგრამ რამდენიმე თვის წინ გაარემონტეს. ტროსებიც გამოცვალეს, თუმცა მაინც მოხდა ეს ტრაგედია” – ჰყვება ადგილობრივი “ტვ პირველთან” საუბარში.
ცნობისთვის, ვაზისუბანში, ორი ადამიანი, ქალი და მამაკაცი, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა. ადგილზე მისულმა მაშველებმა ლიფტის შახტიდან გარდაცვლილთა ცხედრები ამოიყვანეს.
“მაშველები უმოკლეს დროში გამოცხადდნენ ადგილზე და ორი ცხედარი ამოიყვანეს ლიფტის შახტიდან“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.