თურქეთში ქართველი ქალი დაიკარგა – „შეიძლება გონება აქვს დაბინდული, მძიმე ემოციური შოკი მიიღო და ვეღარ აგნებს უკან წამოსასვლელ გზას”

0
665
24 Views

თურქეთში საქართველოს მოქალაქე 57 წლის მზია დევაძე დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

„დაიკარგა ემიგრანტი თურქეთში 57 წლის მზია დევაძე. კარგად დააკვირდით, იქნებ, ვინმემ სადმე დაინახეთ. გთხოვთ, თურქეთის ემიგრანტებს თითოეულ ფეისბუქ მეგობარს, პოსტი არ გაატაროთ, გევედრებით. გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. გთხოვთ, იქნებ სადმე ვინმემ დაინახეთ, მომწერეთ. გააზიარეთ პოსტი გემუდარებით! უფალმა დაგლოცოთ, მაპოვნინეთ. თუ ვინმემ ნახეთ სადმე ან გეცნობათ დაუყოვნებლივ გვაცნობეთ „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” გთხოვთ მიიტანოთ გულთან.

დედაო ღვთისმშობელო უვნებელი დაუბრუნე თავის ოჯახს. სასწაულად კარგი და კეთილი ადამიანი ილოცეთ ლოცვა მთებს დაძრავს. გააზიაარეთ, გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ, თუ ვინმეს გეცნობათ და ნახეთ სადმე.

პ.ს. მისი საფულე და პასპორტი სახლში იპოვეს, მისი კვალი კი ქრება. შეიძლება გონება აქვს დაბინდული, მძიმე ემოციური შოკი მიიღო და ვეღარ აგნებს უკან წამოსასვლელ გზას და არ ახსოვდეს სახელიც და გვარიც. ტრაბზონში მკურნალობდა მანამდე. ბოლოს ნახეს ხოფაში. კარგად დააკვირდით ფოტოს!!!”,- წერს სიხარულიძე.

Cesko