როგორ სთხოვეს ხელი ლიზა ყენიას „საოცარ ადგილას აღმოვჩნდით…“ – მომღერალმა ემოციები გამომწერებს გაუზიარა

0
797
22 Views

ლიზა ყენია „ტიკ-ტოკზე” ჰყვება, როგორ სთხოვა ხელი რჩეულმა:

„გიორგიმ მითხრა, რამე ლამაზი კაბა იყიდე შენი დაბადების დღისთვისო, წავედი და ეს კაბა ვიყიდე, რომელიც ძალიან მომწონს. აღმოვჩნდით საოცარ ადგილას, გავგიჟდი, ისე მომეწონა. ცოტა ხანში აღმოვჩნდი გემზე. მიხაროდა, მაგრამ ათ წუთში მივხვდი, რომ ცუდად ვიყავი, თავბრუ მეხვეოდა. აქ ძალით ვიღიმოდი, რომ გიორგისთვის განწყობა არ გამეფუჭებინა. გარეთ გამოვედი, რომ ჰაერი ჩამეყლაპა, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. ქვედა სართულზე ჩავედით, ვითომ ნაკლებად ირყეოდა გემი, მაგრამ არ დაიჯეროთ. გემის მერე დამხვდნენ ჩემი მეგობრები. უკვე კარგად გავხდი. გავედით გარეთ ფოტოების გადასაღებად… გიორგი რაღაცას ცდილობდა, მაგრამ მე არ ვაცდიდი თქმას…”

Cesko