“ჩმორები ხართ და ჩმორებთან კი ყველაფერი მოსულა…” – ამ პოსტს არც საინფორმაციოები გააზიარებს, რადგან ყოველ მათგანს ან მიშასთვის ან ბიძინასთვის აქვს სული მიყიდული”

0
1566
32 Views
ამ წერილის მერე ვისაც რაიმე სათქმელი გაგიჩნდებათ ჩემთვის და აქ ვერ გაბედავთ, ნურც პირადში შეიწუხებთ თავს, – მშიშარა ხალხს არ ვაფასებ…
…..
ახალწელს გილოცავთ კიარადა, ერთხელ კიდევ გეკითხებით… – ვინმემ, ან ხალხთაგან, ან ტელევიზიათაგან, ან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციათაგან, ან სოციალურ აქტივისტთაგან… საერთოდ ვინმემ, ვისაც რაიმენაირი ტრიბუნა თუ პლატფორმა მაინც გაგაჩნიათ, – თუ დასვით კითხვა, – რატომ გააძვირეს (გააორმაგეს და გაასამმაგეს) ტექდათვალიერების, მართვის მოწმობის, ტექპასპორტის და ა.შ და ა.შ სერვისების ფასები?!!
ასე თავხედურად რატომ გვიძვირებენ და გვიძვირებენ ყველაფერს, მათ შორის იმათსაც რაც უცხოეთიდან არ შემოდის და შესაბამისად ლოგიკურად ვერავინ ახსნის მათ გაძვირებას გარდა იმ არგუმენტისა, რომ ამ ლანდრას ჯიშის ღორებმა ფაშვების მუტაცია განიცადეს და მადა გაეზარდათ?!!
არრა ბატონებო, – თქვენ ამ კითხვებს არ სვამთ!!!
თქვენ სვამთ კითხვებს, მაგალითად თუ რატომ აწამებენ მესამე პრეზიდენტს ციხეში და რატომ არ გზავნიან სისხლისმსმელ ჯალათს საზღვარგარეთის კურორტებზე.
ამას (და ამისთანებს) ითხოვთ და ამის მოთხოვნაში იმდენად კატეგორიულები ხართ, რომ მზად ხართ ქვა-ქვაზე არ დატოვოთ, ხოლო ვინც ამ მოთხოვნაში თქვენს მხარეს არაა, რუსეთის აგენტებად გამოაცხადოთ, ყველა როგორც ერთი, კედელთან გაამწკრივოთ და ხელისაუკანკალებლად დახვრიტოთ!!!!!!
მეორეს მხრივ (მეორე მხარე ანუ) ესეც მაგალითად, – სვამთ კითხვას, თუ რატომ არ უბრუნებს ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიის ბანკი 2 მილიარდს!!!
ამასაც (და ამისთანებს რასაკვირველია) ისეთი კატეგორიულობით ითხოვთ, რომ მზად ხართ ამისთვის ამერიკას ომი გამოუცხადოთ!!!
სხვა, ანუ სოციალური ხასიათის კითხვები, მოთხოვნები, გამოსვლები, – თქვენ არ გაგაჩნიათ და რატომ ორმაგად კი არა, ათმაგად არ გაგიძვირებენ ყოველ ცალ ფარატინა ქაღალდს?!!
თქვენ ხომ ფაქტობრივად ჩმორები ხართ და ჩმორებთან კი ყველაფერი მოსულა…
ხალხი ბრბოა და მიშას, ბიძინას და ყოველთა მათთა მსგავსთა ბარაბათა ფეხისნაბან წყალს სვამს, მაშინ როცა ჯვარზე გაკრული ჭეშმარიტება მათ თვალწინ სულს ღაფავს და ესენი კი ერთი პეშვი წყლის ნაცვლად, ძმარში არეულ ბალღამს აწვდიან და თავად სამარცხვინოები, სულთმობრძავს დასცინიან…
ახალ წელს გილოცავთ კიარადა, – მიშას და ბიძინას უკანალის სუნის ძალა შეგეწიოს, ერო!!!😡
პ.ს. ამ პოსტზე ლაიქებს არ ველი, არც რომელიმე საინფორმაციო პორტალი გააზიარებს, რადგან ყოველ მათგანს ან მიშასთვის ან ბიძინასთვის აქვს სული მიყიდული. წყევლა-კრულვას და მუქარას კი რაც შეეხება, – ისედაც დაწყევლილი და შეშინებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში და ამ ხალხთან ერთად მომიწია ცხოვრებამ.
ასე რომ, პარდონ, აემსორი და ადიოს ამიგოს…

გრინ ბარეტი, ჟურნალისტი; სოციალური ქსელი

Cesko