104 Views
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები დაიღუპნენ.
ტვ მონიტორინგის ინფორმაციით, ეს უმძიმესი ამბავი თბილისში მოხდა, სადაც 30 წლამდე ახალგაზრდებს სახლი ჰქონდათ ნაქირავები. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები
არიან, ზაქრო გიუნაშვილი და გიორგი კაპანაძე – ისინი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავიდან იყვნენ და დედაქალაქში სამუშაოდ ჩავიდნენ.
ორივე ახალგაზრდა მამაკაცი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.
დეტალებს გამოძიება სწავლობს. გარდაცვლილი ახალგაზრდები საოკუპაციო ხაზთან გასულ კვირას დაკრძალეს.

წყარო: ambavi. club