37 Views
ვალერი მელაძე დუბაიში, კორპორატიულ საღამოზე მომხდარი ინცინდენტის გამო, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
– ხალხო, მინდა რომ მომისმინოთ და გაიგოთ ჩემი სიტყვები. უკვე ათი თვეა, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, სიმძიმისა და დარდის გრძნობით ვცხოვრობ. ისე ხდება, რომ ხალხი, რომელიც მე ძალიან მიყვარს, კონფლიქტშია, რომელშიც ადამიანები იღუპებიან. მე არ შემიძლია და არ მინდა ვინმე მძულდეს და არ ვცდილობ, ვინმეს ვასიამოვნო. მე მხოლოდ ვოცნებობ, რომ ანტაგონიზმი შეწყდეს და ჰარმონია დამყარდეს ხალხებს შორის. და ამისთვის მზად ვარ მთელი ძალა გავცე.