32 Views
გია გაჩეჩილაძე, რომლის სიძეც შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილზე განხორციელებულ თავდასხმაშია ეჭვმიტანილი, “ტვ პირველთან” ამბობს:
“როგორ ხართ, როგორ, ტვ პირველი, ტვ უკანასკნელი… გაიგებთ ყველაფერს, მე რა უნდა გითხრათ?! დაპირისპირება ალბათ, მისმა (ვანო მერაბიშვილის) პიროვნებამ გამოიწვია. თავდასხმა არ ყოფილა, ერთი-ორი პანჩური იყო ალბათ, შეიძლება. კანონის შესაბამისად იქნება ყველაფერი. თუ ერთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს, დააკავებენ”
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.