საზარელი მკვლელობა მოხდა 1 იანვარს მესტიის რაიონის ეცერის თემის სოფელ ჭელირში. ორ გვარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება საზარელი მკვლელობით დასრულდა. სროლის შედეგად გარდაცვალნენ გიორგი პაკელიანი და გურამ აფრასიძე, დაჭრილია ერთი – მოკლული გიორგი პაკელიანის ძმა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
“ყოფილა ჩხუბი, მაგრამ იქ არ ვიყავი და არ შევსწრებივარ. მე რომ ჩავედი,ჩემს უმცროს ბიჭს, რომელიც დაჭრილია, გიორგი კალთაში ეწვინა და სასწრაფო დახმარებას ითხოვდა,” – განაცხადა “რუსთავი 2” – თან მოკლულ გიორგი პაკელიანის დედამ. მისი თქმით, მის შვილებს გურამ აფრასიძის მამამ ესროლა, რომელიც დაკავებულია.
ერთ-ერთი გარდაცვლილი გიორგი პაკელიანი 28 წლის იყო. შსს იუწყება, რომ გვარებს შორის მომხდარი სასტიკი ანგარიშსწორების საქმეზე სს საქმე 109-ე მუხლითაა აღძრული (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში).
წყარო:siaxle.club
“პატარა ძმას ხელებში ჩააკვდა საკუთარი ძმა,ახალგაზრდა ბიჭები არიან გარდაცვლილები..” – ნახეთ ცოტა ხნის წინ უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა
18 Views