სააკაშვილის ქმედება არის ჩვეულებრივი სიმულაცია, უღირსი საქციელი, ის ჩვეულებრივი დამნაშავეა, სისხლის სამართალში არ არის მუხლი, რომელიც მას არ მიესადაგება – გიგლა ბარამიძე

0
1009
29 Views

ოდესღაც ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ქმედება არის ჩვეულებრივი სიმულაცია, უღირსი საქციელი. მას ნაქართველებ, ნაპრეზიდენტალ კაცსაც კი უწოდებენ იმიტომ, რომ როდესაც საჭიროა ის ქართულსაც ივიწყებს, როდესაც მას სჭირდება, საქართველოს მოქალაქეობაზეც უარს ამბობს, რომ სხვა ქვეყნის ჩინოვნიკი გახდეს. როდესაც საჭიროა მისი და მისი პარტიის ხელშეწყობით დაკარგული მიწების ნაწილს ქვების გროვას უწოდებს, – ამის შესახებ პროფესორმა, დიპლომატმა გიგლა ბარამიძემ „ქრონიკასთან” განაცხადა.

„სააკაშვილი არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დამნაშავე. საქართველოს კონსტიტუციაში და სისხლის სამართალში არ არის მუხლი, რომელიც მას არ მიესადაგება. ამიტომ ის, რაც კეთდება, არის ჩვეულებრივი სიმულაცია თავის დაძვრენის მიზნით, ძალიან დაბალი დონის. ამიტომ მისი ადგილი მხოლოდ და მხოლოდ ერთაგანაა, მისი ბუდე, სადაც უნდა დაბუდდეს, სულ მცირე ხუთი წელი, არის ქართული ციხე, საკანი და თუ მას რამე აწუხებს, იქ დაეხმარებიან და უმკურნალებენ. თუმცა, მას არაფერი იმაზე მეტი არ აწუხებს, რაც მას აწუხებდა სკოლის, პრეზიდენტობის, ჩინოვნიკობის, შევარდნაძის პერიოდში მინისტრობის, მოქალაქეთა კავშირის პარტიის ერთ-ერთი ლიდერობის, უკრაინაში გუბერნატორობის, სახურავზე სირბილის, გორში გორაობის, ახლა ლოგინიდან გადმოვარდნისა და ჩამოხოკვის დროს. ეს არის ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ექიმი და წამლები სჭირდება, მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის დაუძვრეს კანონს და სხვაგან წავიდეს. მით უმეტეს, რომ დედამიწის ზურგზე არ არის პატიმარი დამნაშავე, რომლის ხელებზეც სისხლი და ღალატია თავისი ქვეყნის, რომელიც ასეთ პირობებშია, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არა ციხის საკანში, არამედ ორ თუ სამოთახიან ლუქსში. ემსახურებიან ოჯახის წევრები, მედდები, ექიმები, მიმსვლელ-მომსვლელები და თან ექიმებს უმძიმესი ფორმით აყენებს შეურაცხყოფას. ეს ყველაფერი აღმაშფოთებელია, საზოგადოების უდიდესი ნაწილი, არა მხოლოდ საქართველოში, აღშფოთებულია ამით. საინტერესო ის არის, რომ დღევანდელი ხელისუფლების მთელი რიგი ქმედებები აბსოლუტურად უნისონშია და ემთხვევა საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობას ამ საკითხთან დაკავშირებით და მჯერა, რომ წერტილი დაესმება ამ ინსინუაციებს ამ თვალთმაქცთან დაკავშირებით, დააბრუნებენ მას საკანში და დაესმება წერტილი იმას, რომ საქართველოს სახელი ხშირ შემთხვევაში არასწორად იქნება ხოლმე განხილული ზოგიერთ შეკვეთილ, თუნდაც უცხოურ სიუჟეტებში, რომელიც დაფინანსებულია სხვა და სხვა ლობისტის მხრიდან”, – აღნიშნა გიგლა ბარამიძემ.

Cesko