პოლიციელმა ჩაკეტილ სახლში მარტო დარჩენილი ჩვილი მოსალოდნელ საფრთხეს გადაარჩინა

0
405
20 Views
პოლიციის თანამშრომელმა ჩაკეტილ სახლში მარტო დარჩენილი 8 თვის ბავშვის გადასარჩენად, მე-5 სართულის ბინაში მეზობლის აივნიდან გადაძვრა – ინფორმაციას და ვიდეომასალას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში მე-5 სართულზე მცხოვრები ახალგაზრდა ქალი რამდენი წუთით მეზობელთან გავიდა, რა დროსაც სახლის კარი ჩაეკეტა, სადაც 8 თვის ბავშვი მარტო იმყოფებოდა.
ქალმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ სახლში გაზქურა იყო ჩართული, რაც ბავშვისთვის საფრთხის შემცველი იყო.
ადგილზე მისული პატრულ-ინსპექტორი ხვიჩა კრაველიძე მეზობლის აივნიდან გადაძვრა, ხის ფანჯარა შეხსნა, სახლში შეაღწია, კარი შიგნიდან გახსნა და ბავშვი გამოიყვანა.
Cesko