ირმა ინაშვილი აფრთხილებდა “ქართულ ოცნებას”, რომ დადგებოდა მძიმე შედეგი, თუ რეზოლუციას არ მიიღებდნენ. პარლამენტში დევს პატრიოტთა ალიანსის მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს 2003-2012 წლების მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად შეფასებას, ყველა საქმის სიღრმისეულ გამოძიებას და ყველა დამნაშავის დასჯას!
უკლებლივ ყველა დამნაშავის, რომელთა დიდი ნაწილი, ” ქართული ოცნების” წყალობით ჩირგვებიდან გამოძვრა და შეტევაზეა გადმოსული.
ამ რეზოლუციას თან ახლავს 500 000 ჩვენი მოქალაქის ხელმოწერა და ყველა სხვა მონაცემი. ირმა ინაშვილი აფრთხილებდა “ქართულ ოცნებას”, რომ დადგებოდა მძიმე შედეგი, თუ რეზოლუციას არ მიიღებდნენ. სამწუხაროდ, ზოგიერთები მიშას კი არა, ირმა ინაშვილს ებრძოდნენ და ახლაც არ უნდათ იმისი აღიარება, რომ სანამ ინაშვილი იყო წინა ხაზზე, ნაციონალური მოძრაობა ხმის ამაღლებასაც კი ვერ ბედავდა, არა თუ მორალურ უპირატესობებზე საუბარს. მძიმე შედეგი უკვე სახეზეა. 10 წლის მანძილზე სააკაშვილის რეჟიმის არა ერთმა მაღალჩინოსანმა თავის გათეთრება და ჩადენილი დანაშაულებებიდან თავის დაძვრენა შეძლო და ახლა გაერთიანებული ძალებით უტევენ “ქართულ ოცნებას” და პირადად ივანიშვილს. პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა გააცოცხლოს პატრიოტთა ალიანსის რეზოლუცია. დაიწყოს სათანადო სამართლებრივი პროცედურები. აღარაა ჯიბრის და შურისძიების დრო. ძალების გაერთიანების და მოქმედების დროა.
ირაკლი ჯანყარაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი; სოციალური ქსელი