‘სახელმწიფო გადატრიალების გეგმა ასეთია – ზურაბიშვილის გამოშვებული სააკაშვილი ამას გააკეთებს” – მოროშკინა

0
1390
20 Views

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, “ალტ–ინფოს” ეთერში სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე საუბრობს და ამბობს, რომ გეგმის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებენ და ქვეყნიდან გაუშვებენ, რათა ქვეყანაში ისევ დაბრუნდეს.

ლალი მოროშკინა:

“ეს არის სახელმწიფო გადატრიალების გეგმა, რომელიც უნდა მომხდარიყო მაშინ, როცა არაჟანთან ერთად შემობრძანდა, ეს იყო ზელენსკის გეგმა, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ მინსკის შეთანხმებები არაფრამდე მივიდოდა, იცოდა, გაპარტახებული ევროპაში დასჭირდებოდათ ოაზისი, სადაც მოჯდებოდნენ, ეს ოაზისია საქართველო. ამისთვის იყო მიშა გამოგზავნილი. მიშას ხელმძღვანელობდნენ ეს არესტოვიჩების და ზელენსკის ბრიგადა, აქ მიშამ ვერ ნახა პარტნიორი, მოატყუეს, ნიკა მელიამაც, მათ შორის, ჩავარდა ეს ამბავი. ახლა სააკაშვილმა ამიტომაცაა უკრაინულად რომ დაიწყო ლაპარაკი, ამას ხომ უნდა დაკვირვება, რატომ საუბრობს უკრაინულად, პირდაპირ მიმართავს დამკვეთს, მე გამომიყვანე აქედან, რომ შენი საქმე ბოლომდე მივიყვანო.

სახელმწიფო გადატრიალება სახეზეა, მზადდება და სათავეში უნდა ჩაუდგეს სააკაშვილი, ზურაბიშვილის გამოშვებული და მერე დაბრუნებული, ეს გეგმაა, ხომ ვიცით, რომ ეს გეგმა გაწერილია, ყველაფერი მზადდება იმისთვის, რო გაუშვან და დაბრუნდეს დასაპყრობად.”

Cesko