23 Views
ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა, დეპუტატ ანა წითლიძეს, რომელიც პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს, მიმართავს და წერს:
“ეს გოგო, ეს კაფანდარა გოგო –
შეწყვიტე, გთხოვთ… Ana Tsitlidze”
შეგახსენებთ, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის, გიორგი ჯავახაძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის ფიზიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.
„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ჩაწერილ გუშინდელი დღის მონაცემებს მოგახსენებთ. 24-საათის განმავლობაში, ოთხჯერადად, მოშიმშილე პაციენტის მონიტორინგი მიმდინარეობდა. მოცემულ ეტაპზე, ვიტალური და ჰემოდინამიკური პარამეტრები საშუალო სიმძიმისაა. პაციენტის ფიზიოლოგიური სტატუსი კვალიფიცირდა, როგორც მძიმე“, – განაცხადა გიორგი ჯავახაძემ.