“რომ არ მომხდარიყო ხაჭაპურიძეების დაქირავება, რომ არ ყოფილიყო ეს გზავნილები, გაბრაზებულია სააკაშვილი თავის ქვეყანაზე და ამიტომ სხვა ენაზე მიმართავს…” – გიგა ბოკერია

0
950
23 Views

პოლიტიკოსი, გიგი უგულავა:

პრობლემა რა არის იცით? როცა გადის დრო და იგივე ადამიანები ვინც ტალახს ისროდა, ისევ სხედან ეთერში და მათ არავინ უსვამს კითხვას, თქვენი პასუხისმგებლობა სად არის, აი, ამას რომ იძახდით, რომ 100 000 ადამიანი დახვდება და ეს არის ხსნა საქართველოსი, ჩამოდი მეგობარო. რატომ არ ხდება? მინიმალური პასუხისმგებლობა იმ ხალხის? გულწრფელად გეუბნებით, რომ არ მომხდარიყო ხაჭაპურიძეების სპიკერებად დაქირავება, რაც არის მადემორალიზებელი კი არა, ყველაფერი, რომ არ მომხდარიყო ეს გზავნილები, რომელიც არის დამანგრეველი, რომ იცით რა, გაბრაზებულია ყოფილი პრეზიდენტი თავის ქვეყანაზე და ამიტომ სხვა ენაზე მიმართავს… რაღაც ფასის გადახდა ხომ უნდა მოხდეს? მედიის პასუხისმგებლობა არის, რომ ეს სტანდარტები დავაწესოთ საღი აზრის, რაღაცა პატიოსნების, პასუხისმგებლობის და ტალახის სროლის არწახალისების. როცა მოისმენთ, რომ ეს არის კატასტროფა, არაფერს აზრი არა აქვს, ხალხო, ყველას მოგიწოდებთ, ბარიკადებზე ყველა ვართ, ხმალი აქვთ ნაშიშვლები, მერე ირკვევა რომ ჩუმად ხვდება ხელისუფლებას საარჩევნო კოდექსის 24 მუხლის ბ ქვეპუნქტზე – მითხარით, ეს უწყობს ხელს მოტივირებას ადამიანების რომ უკომპრომისო ბრძოლაში იყვნენ და დაგიჯერონ? ჩვენზეც გადმოდის, მეც მეკითხებიან, რატომ მოგვატყუე, რატომ გვატყუებ? მრავალი ათასი კაცი რომ იყო შეკრებილი, რა იყო ეს ტექნიკური მთავრობა და ულტიმატუმები დაუყენეს – ერთადერთნი ვიყავით ვინც გააკრიტიკა, მაგრამ ჩვენც გვეკითხებიან… ულტიმატუმი არ შეიძლება დააყენო მანამ, სანამ არ ხარ მზად და ასრულებ რეჟიმს მშვიდობიანად.”

Cesko