23 Views
თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავტობუსის დაჯახების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 305 ნომერი ავტობუსი, რომლის მძღოლიც ნასვამი იყო, ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, მძღოლს შემთხვევის ადგილზე ალკოტესტი ჩაუტარდა, რომელმაც 80%-იანი სიმთვრალე აჩვენა.
ფორმულასთან საუბარში სხვა მძღოლები ამბობენ, რომ შესაძლოა ალკოტესტი შეცდა, რის გამოც მძღოლს დამატებითი ექსპერტიზები ჩაუტარდა, რომლის პასუხებიც უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მომხდარ ფაქტს ადასტურებენ თბილისის მერიაში, თუმცა გამოძიების დასრულებამდე განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებენ.
წყარო: “ფორმულა”