20 Views
ფოტო თემატურად არის შერჩეული
თბილისში 17 წლის მოზარდი გარდაიცვალა. “მეტრონომის” ინფორმაციით სანდრო კვიწინაშვილი, სახლის სახურავიდან გადმოვარდა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ და მეგობარს ემშვიდოებებიან.
“ჩემს დიდ, ფუსფუსა, ხმაურიან ოჯახში სასტიკმა, გაუსაძლისმა სიჩუმემ დაისადგურა.
ჩემი სანდრო მარადისობაში გადასახლდა.
ვინც გვიცნობს, იცის, ერთმანეთის გარეშე ერთი დღეც არ გაგვიტარებია.
ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი სიხარული ხარ მეთქი- ვეუბნებოდი, ახლა კი, სულის ყველაზე დიდ სიმწარედ იქცა.
გმადლობ 18 წლიანი სიყვარულისთვის, რომელიც მაჩუქე…
ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, ჩვენი ოთხეული მარადიულია და წინ დიდი შეხვედრა გველის.
ყველას უღრმეს მადლობას გიხდით თანადგომისა და თანაგრძნობისთვის…”, – წერენ სოციალურ ქსელში.