“ნათელაშვილი რომ ბოღმა და ბოროტია, ისედაც ვიცოდი, მაგრამ კიდევ დაამტკიცა, უკადრებელი იკადრა…” – მანჩო გიორგობიანი

0
2619
33 Views

სწორედ დღევანდელ დღეს მინდა მივულოცო ნიკოლოზ ღარიბაშვილს პენსილვანიის პრესტიჟულ უნივერსიტეტში მოწყობა და ვუსურვებ წარმატებას საქართველოს სასახელოდ!..

ხოლო , რაც შალვა ნათელაშვილმა დაწერა , ეს არის სამარცხვინო და ამორალური!
ამორალურია , როდესაც პოლიტიკური მოწინააღმდეგის შვილზე გადაგაქვს აგრესია , ანთხევ ბოღმას…
ცნობისთვის, სააკაშვილის რეჟიმის დროს , მხოლოდ საკუთარ შვილებს და თავისიანებს აფინანსებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო პრემიერი ღარიბაშვილის შექმნილი განათლების საერთაშორისო ცენტრი აფინანსებს ათასობით ახალგაზრდის უცხოეთში სწავლა -განათლებას
(ღარიბაშვილის შვილს არ აფინანსებს, არ შეგიყვანონ შეცდომაში)…
როგორც ყველას შვილის წარმატება მიხარია, იგივენაირად გამიხარდა, რომ ჩვენ პრემიერს ნიჭიერი და მშრომელი შვილი ჰყავს , ნამდვილად გულით ვულოცავ!
ყველამ ვიცით, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტში მხოლოდ ძალიან ძლიერ სტუდენტებს იღებენ და იქ არ აქვს მნიშვნელობა ვისი შვილი ხარ…
შალვა ნათელაშვილი კი ბოღმა და ბოროტია, ისედაც ვიცოდი, მაგრამ კიდევ დაამტკიცა, უკადრებელი იკადრა…

მანჩო გიორგობიანი, ბლოგერი; სოციალური ქსელი

 

Cesko