20 Views
როგორც ცნობილი გახდა, ხონში, 33 წლის გიორგი ჩალაძეს მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღოდა. გარდაცვლილის დედის განცხადებით, 17 დეკემბერს, ღამით, სახლში ხმაური შემოესმათ, რის გამოც ჩალაძე მეზობლების გასაშველებლად გარეთ გავიდა.
33 წლის კაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.
“ხელებში ჩამაკვდა, დახმარებას მთხოვდა, თუმცა ვაი, რომ ვერ ვუშველე, საშინელება მოხდა ჩვენი ოჯახის თავს, მამაცი შვილი მყავდა აგვისტოს და ავღანეთის ომებში იბრძოდა და ვერ იტანდა ვინმეს რომ ჩაგრავდნენ”, – თქვა მოკლულის დედამ, ნატო ჩალაძემ.
მოკლულის დედის ინფორმაციით დაკავებულია 4 ადამიანი.