24 Views
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე სიტყვით გამოსვლის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანია CNN-ი იუწყება, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა FIFA-ს შესთავაზა, უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვით გამოსულიყო გულშემატკივრების წინაშე ფინალური მატჩის დაწყებამდე და გაკვირვებული დარჩა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის უარყოფითი პასუხით.
„ჩვენ ვფიქრობდით, რომ FIFA-ს თავისი პლატფორმის უფრო დიდი სიკეთისთვის გამოყენება სურდა“, – აღნიშნა წყარომ.
წყარო ასევე აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინასა და ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება.