“ვინც ახლა, სააკაშვილის გაკეთებულს აყვედრით ქართველებს, და ასე ცდილობთ, თანაგრძნობის გამოწვევას, უმეცარ მავნებლებად მიმაჩნიხართ” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

0
818
27 Views

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ვინც ახლა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე “ფეხების ბაკუნით” წერს, უმეცარ მავნებლებად მიაჩნია.

“ვინც ახლაც სააკაშვილის გაკეთებულს აყვედრით ქართველებს, და ასე ცდილობთ, ფეხების ბაკუნით, თანაგრძნობის გამოწვევას, უმეცარ მავნებლებად მიმაჩნიხართ (მათ შორის, სააკაშვილის ინტერესებისთვის).
ორნი მეფენი შეიბნენ. ერთმან მეფემან მეორესა სძლო, შეიპყრა და ორმოში ჩააგდო.
გამოხდა ხანი. მოვიდა ერთი მეცნიერი კაცი და ენება აღმოყვანება და გაპარება მისი. ჩასძახა ორმოსა შიგან და უთხრა: კარგად არა ვიქმ, რომ გაგაპაროო?
მან მეფემან მადლი უბრძანა.
თოკით ამოზიდნა და ამოიყვანა.
კიდევ უთხრა: კარგად არა ვქმენ, რომ ამოგიყვანეო?
მეფემან კიდევ მადლი უბრძანა.
მესამედ კიდევ უთხრა: კარგადა ვქმენო?
ეწყინა მეფესა და დაიძახა: ვინა ხართ, ამ კაცმან გამაპარაო! მოვიდნენ მცველნი, შეიპყრნეს ორნივე.
ჰკითხეს მეფესა: რად გაამჟღავნე და რად არ გაიპარეო?
მან თქვა: ვირემ ამომიყვანდა, საყვედურით ამავსო, თუ შინ მიმეწია, კიდეც დამარჩობდა, აქავ ყოფნა ვირჩივეო.
– აწე კარგი საქმე ასე უნდა ქმნას, ან ღმერთმან დაუმადლოს, და ან კაცმან მოუწონოს.
(c) სულხან საბა ორბელიანი, მე-17 საუკუნე”, – წერს ჩერგოლეიშვილი.
წყარო : https://tia.ge/

Cesko