საშინელება ტრიალებს ჩერქეზიების ოჯახში – ერთი შვილი ავარიას ემსხვერპლა, მეორე ორი თვის წინ გერმანიაში დაიღუპა

0
953
22 Views

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი-მესტიის ცენტრალურ გზაზე, სოფელ ჩხორიასთან. თვითმხილველთა ინფორმაციით, „ტოიოტა ჰაილუქსის“ მძღოლი ფეხით მოსიარულე ორ ახალგაზრდას დაეჯახა. აქედან ერთ-ერთი აფხაზეთიდან დევნილი 25 წლის გოგა ჩერქეზია ადგილზე გარდაიცვალა.

მეორე, ფიჩორიდან დევნილი ზვიად არქანია გადარჩა. მის ჯანმრთელობას მედიკოსების თქმით, საფრთხე არ ემუქრება.

„საშინელება ტრიალებს ჩერქეზიების ოჯახში. გოგას ძმა ორი თვის წინ დაასაფლავეს, გერმანიიდან ჩამოასვენეს, იქ დაიღუპა. ახლა გოგას ტრაგიკულად დაღუპვა. გამწარდა ოჯახი.“ – ამბობს ოჯახის ახლობელი.

გოგა ჩერქეზია ბებიასთან ცხოვრობდა, მამა კი ოკუპირებულ აფხაზეთშია. იგი ზუგდიდში დევნილთა ერთ-ერთ დასახლებაში ცხოვრობდა.

მას ბებია, მამა და ერთი ძმა დარჩა.

Cesko