VIDEO: გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმე სკანდალურ სახეს იღებს – “კურიერმა” საქმის მასალებში არსებული ნარკოლოგის ჩვენება მოიპოვა

0
997
19 Views

531 ამპულა ფენტალინი, დიდი ოდენობით მიდაზოლი და მორფინი – ეს იმ ნარკოტიკული პრეპარატების არასრული ჩამონათვალია, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანს გაუკეთეს. 20-დღიანი მკურნალობის ფატალურად დასრულების მიზეზად, გარდაცვლილის მამა სწორედ ნარკოტიკების ზედოზირებას ასახელებს. ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი შვილის საქმეს პირადად სწავლობს და ამბობს, რომ პაციენტს ნარკოტიკების შემცველი მედიკამენტებით თანხმობის გარეშე მკურნალობდნენ. გარდაცვლილის სამედიცინო ისტორია გამოძიებამ გამოითხოვა. დოკუმენტში ყველა ის მედიკამენტია ჩამოთვლილი, რომელიც ექიმებმა ვახტანგ ჩარკვიანის სამკურნალოდ გამოიყენეს. გამოძიების პარალელურად, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების შესაძლო გადაცდომები სამედიცინო რეგულირების სააგენტომ შეისწავლა. საკითხზე იმსჯელა პროფესიული განვითარების საბჭომაც, სადაც პრაქტიკოსი ექიმებიც მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი მათგანი ნარკოლოგი ელენე კავსაძეა. ის ახლა გამოძიების მოწმეც არის.

“კურიერმა” ნარკოლოგის ჩვენება მოიპოვა, სადაც პროფესორი ამბობს, რომ ფენტალინის ზედოზირებას პაციენტის ბიოლოგიური სიკვდილის გამოწვევა შეეძლო.

წყარო: რუსთავი2

Cesko