„თორნიკე გოგრიჭიანმა და კახა კინწურაშვილმა ბოდიში უნდა მოუხადონ ქართულ საზოგადოებას!!!” – გამოხმაურება დიდი სკანდალის შემდეგ (+ფოტო სპექტაკლიდან)

0
5583
83 Views

სოციალურ ქსელში მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლის “დემონების” ვიდეო ვრცელდება, სადაც მსახიობები თორნიკე გოგრიჭიანი და კახა კინწურაშვილი ერთმანეთს კოცნიან. აღნიშნულმა კადრებმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

„ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამასთან დაკავშირებით შემდეგ მიმართვას ავრცელებს:

“მართლა ნიჭიერ ქართველებად მიმაჩნია ეს ახალგაზრდები და ამიტომ ვფიქრობ რომ მსახიობებმა – თორნიკე გოგრიჭიანმა და კახა კინწურაშვილმა ბოდიში უნდა მოუხადონ ქართულ საზოგადოებას!

მეც და უამრავ ქართველს გვიყვარს ეს ახალგაზრდები, მათი განსახიერებული როლები და ვფიქრობ, რომ მათი ლანძღვა-გინება არ იქნება მართებული!

ალბათ ეს იყო ლიბერალების პროვოკაცია, შეცდომა, გაუთვლელი ნაბიჯი!

შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა არ არის სირცხვილი – პირიქით ვაჟკაცური საქციელია!

ამიტომ ქრისტესმიერი სიყვარულით ვთხოვ მათ, რომ აღიარონ შეცდომა და ამითი ჩააცხრონ ის სამართლიანი გულისწყრომა, რომელიც ქართველთა უმრავლესობას გაუჩნდა!“ – დაწერა სანდრო ბრეგაძემ.

წყარო: resonancedaily.com
Cesko