“რუსთაველზე, გმირების ფოტოები უფრო საჭირო და მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, ვიდრე თქვენი სიაფანტი ნაძვის ხე” – ნადიმ ხმალაძე

0
1424
31 Views

უკრაინაში, უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე ცხრა აპრილის მემორიალიდან უკრაინაში დაღუპული ქართველების ფოტოების გადატანას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს: “სჯობდა, ნაძვისხესთან მისულ ბავშვებს გმირების ფოტოები ენახათ და თან ემხიარულათ.”

„თურმე ჩვენი გმირები, თურმე ჩვენს მტერთან ბრძოლაში დაღუპული გმირები რუსთაველზე ხელს უშლიან ჩვენს შვილებს, ჩემო ძვირფასო ქართველო ერო, მე გავიზარდე და ჩამოვყალიბდი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში, როცა ყველაფერს ტყუილს გვასწავლიდნენ სკოლაში.

ჩვენს ისტირიიდან მაგრამ როცა ვკითხულობდი ილიას, ვაჟას , როცა ჩვენს თავდადებულ მეწამულებზე, თამარზე , ბრწყინვალეზე , ქეთევანზე , დავითზე, და რა ჩამოთვლის კიდე ბევრზე, ტვინი მქონდა არეული და გაორება მქონდა. ოღონდ მაშინვე აზრზე მოვდიოდი შედარებას რეალობასთან რომ ვაკავშირებდი. ოკ აქ გავჩერდები. იცით რაა ?

მაგ ბავშვებს ანახვეთ თავისი ქვეყნის გმირების ფოტოები რუსთაველზე და თან იმხიარულონ, ნუ ანახვებთ მაგ დებილურ თქვენს ტყუილებს და ფარისევლობას, ნუ ანახვებთ მათი მშობლების ჯიბიდან მოპარული ბოლო თეთრებით შექმნილ ბუტაფორიულ სილამაზეს ნაძვის ხის სახით, საიდანაც მილიონები მოიპარეთ და თქვენი შვილები უცხოეთში გაუშვით, რადგან რაც მანდ დადეთ, ეს თქვენი შვილებისთვის დებილობაა და აქ არ მოიყვანთ.

მანდ რუსთაველზე, იმ გმირების ფოტოები უფრო საჭირო და მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, ვიდრე თქვენი სიაფანტი ნაძვის ხე. უბრალოდ ნაბ..ი ხართ, ასე რომ მანიპულირებთ ბავშვებით“. – წერს ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, თბილისში საახალწლო განათება 9 დეკემბერს აინთო. მანამდე კი დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების ფოტოები, რომელიც ცხრა აპრილის ძეგლთან იყო განთავსებული, გმირთა მოედანზე გადაიტანეს.

თბილისის მერია: უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ფოტოსურათები დროებით გადატანილია გმირთა მოედანზე – რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ახალ წელს ბედნიერებას და სიხარულს დაიბედებენ.

წყარო: ფორტუნა

Cesko